ირაკლი გოგოხია ქალაქ ზუგდიდის მერად 2014 წელს იქნა არჩეული. მანამდე იგი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა, თუმცა ეს საქმიანობა საჯარო თანამდებობის დაკავების შემდეგაც არ შეუწყვეტია.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი გოგოხიამ 2016 წლის განმავლობაში შპს „ზუგპეტროლი“-დან, სადაც კაპიტალის 1/3-ს ფლობს, მიიღო 60 297 ლარის შემოსავალი, ხოლო შპს „ოილ პრო“-დან, რომელშიც იგი 50 % წილის მფლობელია, - 40 565 ლარი. ქალაქის მერის თანამდებობაზე მისი ანაზღაურება კი იმავე პერიოდში 38 690 ლარი იყო, საიდანაც 5 690 ლარი პრემიის თანხაა.
წინა წლებში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ირაკლი გოგოხიას ბიზნესიდან შემოსავალი 2014 წელს 80 660 ლარი იყო, 2015 წელს კი 85 710 ლარი შეადგინა.
დღეისათვის, ირაკლი გოგოხია კიდევ 5 საწარმოში ფლობს წილებს: შპს „იმედი-2“, შპს „ოილ პრო ჯგუფი“, შპს „უნივერსალი XXI“, შპს „ჯიპსი“ და შპს „ვიქტორია 2012“.